საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    დასაქმების ფორუმი 2023

    29 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა დასაქმების ფორუმი, რომელზეც 500-ზე მეტი პროფესიული ვაკანსია 50-ზე მეტმა კომპანიამ და დასაქმების სააგენტომ წარმოადგინა. დასაქმების ფორუმში თსუ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების 1000-მდე სტუდენტი და კურსდამთავრებული მონაწილეობდა, რომელთაც დამსაქმებლებთან შეხვედრის პარალელურად შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სტუდენტთა კარიერული ცენტრის კარიერულ კონსულტირებაში.

    ფორუმის პარალელურად ჩატარდა წამახალისებელი გათამაშება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

    თსუ-ში დასაქმების ფორუმი სისტემატურად იმართება. მასში ყოველწლიურად მონაწილეობს ათასამდე სტუდენტი და კურსდამთავრებული, რომელთა 60 % -ზე მეტი გასაუბრების შემდეგ კარიერას იწყებს სხვადასხვა კომპანიაში.

    სრული ფოტოგალერეა იხილეთ:

     https://www.facebook.com/TbilisiStateUniversity/posts/pfbid0j2cfte5NpUAjaA9eQo2TBTWWkbjWTSD2jdkW3FWHbDJewmBHxRNuPVJGfomsViXyl

    თარიღი: 30/11/2023