ებრაული კულტურის ევროპული დღეების ფარგლებში, თსუ კულტურის კვლევათა ინსტიტუტის ორგანიზებით 1925 წელს საქართველოდან ერეც ისრაელში ალიის 100 წლის იუბილისადმი და მის ლიდერს, ნათან ელიაშვილსადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე საუბარი იყო მრავალმხრივ საინტერესო, მაგრამ საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი პიროვნების - ნათან ელიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე და ასევე ისრაელში მისი ასვლის შესახებ პერიოდზე. პირველად გახლდათ წარმოდგენილი ნათან ელიაშვილის საოჯახო არქივში დაცული უნიკალური და საზოგადოებისათვის უცნობი ფოტომასალა, რომელიც მისმა შვილიშვილმა, ნათან ელიაშვილისადმი მიძღვნილი კვლევის ავტორმა, დოქტორმა რონი მილერმა გაუზიარა შეხვედრის ორგანიზატორებს.
ღონისძიებაზე წარდგენილი გახლდათ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერილი კვლევითი პროექტის - „ებრაული იდენტობა საქართველოში: საბჭოთა ტრანსფორმაცია (1921–1941)“ - ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები.