საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევროპის დედაქალაქების უნივერსტეტების ქსელის წარმომადგენელთა შეხვედრა ბრიუსელში

 ბრიუსელში 27 თებერვლიდან და  1-ელ მარტამდე  UNICA- ს (ევროპის დედაქალაქების უნივერსიტეტების ქსელი) დღეები გაიმართა,  სახელწოდებით: "მომავლის ნავიგაცია: დემოკრატიის გაძლიერება განათლებისა და კვლევების დახმარებით", რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი მონაწილეობდა. 

 

შეხვედრებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლები  იღებდნენ მონაწილეობას. უნიქას ქსელში სულ  ევროპის 40 დედაქალაქის 53 უნივერსიტეტია გაერთიანებული.

 

შეხვედრებზე, რომლებიც ევროპარლამენტის ინფოჰაბში მიმდინარეობდა,  მოხსენებებისა და დისკუსიების ფორმატში განიხილებოდა  ისეთი თემები, როგორიცაა: უნივერსიტეტების მისია დემოკრატიის განვითარების პროცესში; განათლების სფეროში ტრანსნაციონალური თანამშრომლობის განვითარება; ევროპის კვლევებისა და ინოვაციების სტრატეგიის შემუშავების ხედვები და სხვ.

 

შეხვედრებში მონაწილეობდნენ ასევე  რუმინეთისა და სლოვენიის განათლების მინისტრები, ევროკომისარი ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის დარგში, ევროპარლამენტის წევრები და სხვ.

 

მუშაობის პროცესში, უნიქას პრეზიდენტს სორინ კოსტრიეს და გენერალურ მდივანს ლუჩიანო სასოს და ერეკლე ასტახიშვილს შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა,  რომ მომავალ წელს უნიქას წევრი უნივერსიტეტების რექტორთა ფორუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

თარიღი: 05/03/2024