ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მომზადებული მიზნობრივი სaმეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
წარმოდგენილ პროექტებს შორის იყო: „თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ადამიანისეული კაპიტალის ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე საქართველოში“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი გივი ბედიანაშვილი. 2. „ბიზნესის ფინანსური შედეგების პროგნოზირების მანქანური სწავლების პროგრამული სისტემის შემუშავება“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი. 3. „საქართველოს ევროკავშირის მოთხოვნებთან კოორდინირებული ენერგეტიკული ჰაბის პოლიტიკის ფორმირება და მისი განხორციელების პერსპექტივები“ - ხელმძღვანელი პროფესორი რევაზ გველესიანი. 4. „დისპეტჩერული მართვისა და კონტროლის ავტომატიზებული სისტემის (SCADA) სრულყოფის გზები ელექტროენერგეტიკაში“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი რუსუდან სეთურიძე 5. „ციფრული ტრანსფორმაცია მცირე და საშუალო ფირმებში: გამოწვევები და პერსპექტივები მდგრადი განვითარებისათვის“ - ხელმძღვანელი პროფესორი ეთერი ხარაიშვილი. 6. „ლიდერის ქცევის გავლენა მიმდევრების მოტივაციასა და ქცევაზე“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე 7. „პოსტკრიზისული რეაბილიტაციის ეკონომიკური სტრატეგია და ძირითადი მიმართულებები საქართველოში“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მარინა ტაბატაძე 8. „დისკრიმინაციის ფორმები კარიერის მართვის პროცესში და ქართული სტერეოტიპები“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი 9. „საქართველოს საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამედროვე პრიორიტეტები“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე.