საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ერასმუს+ მსხვილმასშტაბიანი CBHE პროგრამის კლასტერული შეხვედრა საქართველოში

ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) და საქართველოს Erasmus+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა The Cluster Meeting for the Ongoing Erasmus+ CBHE Projects. შეხვედრაზე განიხილეს თემები პოლიტიკის პერსპექტივიდან პროექტის მენეჯმენტამდე.

ერასმუს+ პროგრამების აქტიურად განხორციელება მნიშვნელოვანია ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებისა და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობისთვის.

პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს მესამე, პროექტთან არა ასოცირებულ ქვეყნების:

- მოდერნიზაციას, ინტერნაციონალიზაციას და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას;

- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სისტემების წინაშე მდგარი გამოწვევების მოგვარება;

- ევროკავშირთან თანამშრომლობის გაზრდა;

- ნებაყოფლობით დაახლოება ევროკავშირის განვითარებასთან უმაღლესი განათლების სფეროში;

- ხელი შეუწყოს ადამიანთა შორის კონტაქტებს, კულტურათაშორის ცნობიერებას და გაგებას.

შეხვედრაზე ისაუბრეს ერასმუს+ პროგრამებსა და  მის ფარგლებში  გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

ღონისძიება ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში.

თარიღი: 06/03/2024