eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლებამინიჭებული პირებისათვის!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 23 სექტემბრის 

MES 5 21 0000973314  ბრძანებით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლებამინიჭებული პირებისათვის,  2021-2022 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლებამინიჭებული პირებისათვის დოკუმენტაციის მიღების ვადად განისაზღვრა 30 სექტემბერი-5 ოქტომბერი (17:00 საათამდე);

(რექტრის ბრძანება N183/01-01; 30.09.2021)

 

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

 

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
  • ორი ცალი ფოტოსურათი (3X4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის).
თარიღი: 01/10/2021