საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ერთწლიანი სტაჟირების პროგრამის ალიკანტეში (ესპანეთი)

EUIPO ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისი საქპატენტთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს ერთწლიანი სტაჟირების პროგრამის ახალი ნაკადის მიღებას, ალიკანტეში, ესპანეთში, კომპანიის მთავარ ოფისში.

 

პროგრამაზე მიღების წინაპირობები:

 ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა (სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

 ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ახალი კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი, რომელიც სწავლას ასრულებს 2025 წლის სექტემბრამდე.

 მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს კომპეტენცია შემდეგი აკადემიური მიმართულებებიდან ერთერთში მაინც:

1. სამართალი (განსაკუთრებით ინტელექტუალური საკუთრების სამართალი)

2. მონაცემთა მეცნიერება (მონაცემთა დაცვა და ანალიზი

3. IT მიმართულება (უსაფრთხოება, ბიზნეს-ანალიტიკა, პროცესების ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი)

4. კომუნიკაცია და დიზაინი

5. ადამიანური რესურსები

6. საერთაშორისო პოლიტიკა და ურთიერთობები

6. ლინგვისტიკა

7. ეკონომიკა, ბიზნესი და მეწარმეობა

პროგრამის მონაწილეები თვეში 1200 ევროს სტიპენდიას მიიღებენ.

კონკურსი მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად:

 

 25 თებერვლის ჩათვლით - მოთხოვნილი დოკუმენტების გადაგზავნა საკუთარი უნივერსიტეტისათვის

 26-28 თებერვალი - აპლიკანტების გადამოწმებული სიის გადაგზავნა EUIPO პლატფორმაზე წვდომის მისაღებად.

 1-31 მარტი - EUIPO ონლაინ სარეგისტრაციო პლატფორმაზე სტუდენტების მიერ რეგისტრაცია, დოკუმენტების ატვირთვა.

 1-15 მაისი - EUIPO პლატფორმაზე ატვირთული განაცხადების გადარჩევა თავად ორგანიზაციის მიერ

 16 მაისი - 15 ივლისი - ონლაინ ინტერვიუები და კანდიდატების შერჩევა

 16 სექტემბერი- 30 სექტემბერი - სტაჟირების დაწყება

როგორ დავრეგისტრირდეთ:

25 თებერვლის ჩათვლით თსუ-ს მეილზე employment@tsu.ge უნდა გამოგზავნოთ (subject-ში მიუთითეთ "სტაჟირება ესპანეთში):

 კურსდამთავრებულის შემთხვევაში დიპლომის სკანირებული ვერსია (მხოლოდ პირველი გვერდი), დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.

 ინგლისურენოვანი CV (europass ან word ფორმატი)

 არსებობის შემთხვევაში ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში მოხდება სტუდენტის/კურსდამთავრებულის ენობრივი კომპეტენციის გადამოწმება მის სასწავლო ბარათში)

პროექტისა და ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან მეილზე employment@tsu.ge

 

fb ლინკი https://www.facebook.com/photo?fbid=1086670079931930&set=a.732805285318413

 

თარიღი: 19/02/2025