თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და პედაგოგის, პროფესორ ესტატე ხმალაძის დაბადების 80 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში“ გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ღვედაშვილი მიესალმა.
გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი და პედაგოგი, ესტატე ხმალაძე გახლავთ საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, ახალი ზელანდიის სამეფო აკადემიის წევრი, ახალი ზელანდიის ველინგტონი ვიქტორიას უნივერსიტეტის პროფესორი.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, თსუ ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, ელ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, საქართველოს სტატისტიკური ასოციაცია, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.