საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ექსპერტი სილიკონის ველიდან "სტარტაპების" შესახებ - აილინ ბრიუერის ვორკშოპი და საჯარო ლექცია

გინდა გაიგო, როგორია 21-ე საუკუნის ინოვაციური ტრენდები? და დააჩქარო შენი იდეის სვლა კომერციალიზაციისკენ? მაშინ, სწორ ადგილას მოხვდი.


 ამ ყველაფერზე Eileen Brewer გესაუბრებათ, რომელიც, სპეციალურად თქვენთვის გვეწვია ამერიკიდან. აილინი 25 წელია Sillicon Valley-ის ტექ. ინდუსტრიაში მოღვაწეობს, და 6 წელზე მეტია ახორციელებს Angel Investment-ს. შექმნილი აქვს პირველი სტარტაპ ტექ. აქსელერატორები ერაყში, სადაც სტარტაპებში ჩადებული ინვესტიციები 2 წლის განმავლობაში 2-დან 14 მილიონამდე გაიზარდა.


ეილინის შესახებ ინფორმაციას, მისი კარიერის დეტალებს იხილავთ მის Linkedin-ზე: https://www.linkedin.com/in/eileenbrewer/

 არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა, იმუშავე აილინთან ერთად საკუთარი იდეის განვითარებაზე, მიიღე პირდაპირი რჩევები მისგან და გაზარდე შენი საერთაშორისო კონტაქტების ქსელი: დაესწარი საჯარო ლექციას ან/და მიიღე მონაწილეობა მის 4-დღიან ვორქშოპში.

 საჯარო ლექცია ჩატარდება 21 ნოემბერს, 12:00-14:00 საათებში, თსუ-ის პირველ კორპუსში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში. (ი. ჭავჭავაძის #1)

რეგისტარციის ფორმა. 

 22-26 ნოემბერს კი, ეილინი ჩაატარებს 4-დღიან ვორქშოპ პროგრამას, ისეთ საკითხებზე როგორიცაა: იდეების გენერირება, design thinking, მომხმარებლის აღმოჩენა და შესწავლა, Lean canvas,  Pivoting, ბაზრის კვლევა და სტრატეგია, Pitch  და    Pitch deck შექმნის მეთოდოლოგიები. 

 

სარეგისტრაციოდ იხილეთ ბმული.

მისამართი: თსუ-ის პირველ კორპუსი

 ვორქშოპის პროგრამის დღის წესრიგის გასაცნობად, იხილეთ ბმული.

* სამუშაო ენა: ინგლისური

თარიღი: 18/11/2022