საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამარ ფიცხელაურის გამოფენა "გრაკლიანი-დროის ანარეკლები"

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის მუზეუმში არქეოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით გაიხსნა კერამიკოს-მხატვრის თამარ ფიცხელაურის გამოფენა "გრაკლიანი-დროის ანარეკლები".

 

ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო თამარ ფიცხელაურის გრაკლიანის ექსპედიციაში  მუშაობის შედეგად შექმნილი ნახატები. ტილოებზე წარმოდგენილი იყო საველე სამუშაოების დროს აღმოჩენილი არტეფაქტების რეკონსტრუქცია. მხატვარმა შეძლო 2500 წლის წინანდელი მცირე არქიტექტურული ნაშთების აღდგენა.

 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის თქმით, თამარ ფიცხელაურმა მოახერხა და მხატვრულად აღადგინა ათასწლეულების წინანდელი გრაკლიანის ლანდშაფტი, ის მცენარეები, რომელიც იმ პერიოდის გრაკლიანის არეალში იყო გავრცელებული.  ამასთან მან შეძლო გრაკლიანში აღმოჩენილი სვეტებიანი დარბაზის რეკონსტრუქცია, სადაც იმდროინდელი მოსახლეობა სხვადასხვა რიტუალს ასრულებდა. გააცოცხლა ის სიტუაცია, რითიც იმდროინდელი საზოგადოება ცხოვრობდა.

თარიღი: 29/05/2025