საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის საგუნდო მუსიკის მე-12 საერთაშრისო ფესტივალი თსუ-ში

25 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის საგუნდო მუსიკის მე-12 საერთაშრისო ფესტივალი გაიხსნა. რამდენიმე დღის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული სამუსიკო გუნდების გარდა, მსმენელებს ფესტივალში მონაწილე უცხოური მუსიკალური ჯგუფების მოსმენაც შეუძლიათ. მათ შორის, კაუნასის კულტურის ცენტრის შერეული გუნდის -„დიემედისი“ (ლიეტუვა), კამერული გუნდის - “441 HZ” (პოლონეთი).  
 

საქართველოდან მონაწილეთა შორის არის თბილისის სახელმნწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა, რომელიც უკვე დიდი წარმატებით სარგებლობს. ასევე. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი, თეატრალური უნივერსიტეტის სამუსიკო მიმართულების გუნდი,  ეროვნული სასახლის თბილისის ახალგაზრდული კაპელა. ე. მიქელაძის #2 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდი, თბილისის გოგონათა გუნდი, ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის გოგონათა გუნდი, რუსთავის ახალგაზრდული კაპელა,  რუსთავის ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“,  გორის ქალთა კამერული გუნდი, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“,  ქართული ხალხური და საეკლესო გუნდი და ა.შ.

თარიღი: 26/10/2022