საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი ეწოდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

 

მე-19 - მე-20 საუკუნეების ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში ისნის რაიონში გაიხსნა.

 

ქუჩის გახსნას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, პროფესორები, საკრებულოს წევრები, ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის საკრებულოში ვარლამ ჩერქეზიშვილის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა გამოიფინა, რომლის ორგანიზატორიც თსუ პროფესორი, მკვლევარი გოჩა ფერაძე იყო.

თარიღი: 23/02/2024