საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თეა ხასაიას სადებიუტო წიგნის, „წუთისოფლის არალეგალი“ წარდგენა


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეა ხასაიას  წიგნის, „წუთისოფლის არალეგალი“ წარდგენა გაიმართა.

„წუთისოფლის არალეგალი“  თეა ხასაიას პირველი პოეტური კრებულია. პოეზია მისთვის სულის თავშესაფარია, მის ლექსებში იმედგაცრუებაც იკითხება და მომავლის იმედიც. ის არასოდეს ცრუობს მკითხველთან, არასოდეს ცდილობს იმაზე უკეთესად წარმოაჩინოს თავი, ვიდრე არის და, ალბათ, ხარისხიან ლექსთან ერთად, ამ გულწრფელობისთვისაც შეიყვარა მისი პოეზია უამრავმა ადამიანმა.


ინფორმაცია ავტორის შესახებ:

თეა ხასაია ბავშვობიდან წერს ლექსებს. სასკოლო ასაკში მისი ნამუშევრები იბეჭდებოდა ადგილობრივ გაზეთებში, მოგვიანებით კი ალმანახ „პირველ სხივში“, ჟურნალ-გაზეთებში: „გზაჯვარედინი“, „აფინაჟი“, „ლიტერატურული საქართველო“, „ლიტერატურული მესხეთი“ და  "ლიტერატურული ხორნაბუჯი“.

ღონისძიების ორგანიზატორია  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. 

თარიღი: 12/04/2024