საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი- 70

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტმა დაარსებიდან 70 წლის იუბილე აღნიშნა. ათეული წლების მანძილზე ინსტიტუტი  ჩამოყალიბდა საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევით ცენტრად, სადაც ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა  600-ზე მეტი საკვალიფიკაციო ნაშრომი შეასრულეს. როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, ბოლო წლებში მორფოლოგიის ინსტიტუტში განხორციელებულმა კვლევებმა უცხოელ პარტნიორთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ შორის ხორციელდება 2015 წლიდან ერთობლივი პროექტი გერმანულ სამედიცინო ცენტრთან, 2017 წელს კი ესპანელ პარტნიორებთან ერთად დაგეგმილია ახალი მასშტაბური 5-წლიანი პროექტი. 
"ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ურთიერთთანამშრომლობა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან: შვედეთის ინსტიტუტის ნეირომეცნიერების სკოლასთან,  ღეროვანი უჯრედების ლარბორატორიასთან, ასევე ესპანეთის სევილიის უნივერსიტეტის ქირურგიის და ექსპერიმენტული-ქირურგიის დეპარტამენტთან“-აღნიშნა თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ალექსანდრე ცისკარიძემ. მისი ინფორმაციით, მორფოლოგიის ინსტიტუტს საინტერესო სამომავლო გეგმები აქვს.
თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტში მომავალ ინოვაციურ კვლევებზე ისაუბრა ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორმა ზაალ კოკაიამ. მისი აზრით, მორფოლოგიის ინსტიტუტის შერწყმა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არის  თანამედროვე განათლებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტი, რათა მეცნიერება და განათლება იყოს ერთდროულად. „ჩვენი სამომავლო მიზანია მორფოლოგიის ინსტიტუტში შევქმნათ პატარა ბირთვი, თანამედროვე მცირე ზომის ლაბორატორია, რომელიც განავითარებს ინოვაციურ კვლევებს. მეცნიერებას ყოველთვის სჭირდება განახლება, ახალი იდეები და მიმართულებები“- აღნიშნა ზაალ კოკაიამ.
„მიუხედავად იმისა, რომ 70 წლის მანძილზე ინსტიტუტის განვითარებში იყო რამდენიმე სერიოზული ეტაპი და ამ განვითარებას თან სდევდა ბევრი სირთულე, ჩვენ შევძველით სამენციერო ტრადიციების გაგრძელება და ახალი მიმართულებების და ინოცავიცუირ კვლევების ჩართვა ტრადიციულ კვლევებში,“ - აღნიშნა მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ ლიანა გოგილაშვილმა.
თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლები წარმატებული თანამშრომლობისა და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის მედლებით დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის „მორფოლოგიის ინსტიტუტი-70“ ჩვენება გაიმართა.
თარიღი: 02/11/2018