სპეციალურად თქვენთვის მოწყობილ ფოტოზონებში 10 დღის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ მოაწყოთ ფოტოსესიები ჯგუფელებთან, მეგობრებთან ერთად.
ფოტოსესიისთვის მანტიების, ქუდების და კაშნეების აღება შეგიძლიათ ფაკულტეტებზე 12.00-დან 18.00 საათამდე 22-23 ივლისს, 26-30 ივლისს, და 31 ივლისს 12.00-დან 15.00 საათამდე:
1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ I კორპუსი, 214-ე აუდიტორიის წინ დერეფანში (II სართული)
2. იურიდიული ფაკულტეტი - I კორპუსი, მე-6 აუდიტორიის წინ დერეფანში (ნულოვანი სართული)
3. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - XI (განივი) კორპუსის ფოიეში (I სართული)
4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - X (მაღლივი) კორპუსის ფოიეში (I სართული)
5. მედიცინის ფაკულტეტი - მორფოლოგიის ინსტიტუტის ფოიეში (I სართული)
6. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - VI კორპუსის ფოიეში (I სართული)
7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - III კორპუსის ფოიეში (I სართული)
მანტიების დაბრუნება შეგეძლებათ როგორც გაცემის დღეებში, ასევე 2-3 აგვისტოს 12.00-18.00 სთ იმავე მისამართებზე. ხოლო კაშნეებს უნივერსიტეტი სამახსოვროდ გჩუქნით.
გილოცავთ უნივერსიტეტის დამთავრებას და გისურვებთ წარმატებებს!