თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით, წიგნის „ღამე ბიბლიოთეკაში.“პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში დაბეჭდილია ესეების კონკურსში გამარჯვებული ათი სტუდენტის ნაშრომი, რომლებიც თსუ-ს ბიბლიოთეკის სივრცეში ღამით შეიქმნა. წიგნის გამოცემა სტუდენტური პროექტების დაფინანსების ფარგლებში გახდა შესაძლებელი.