საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დელეგაციის ვიზიტი ლილის უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია, რექტორ ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ეწვია ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტს (Université Catholique de Lille, UCL), რომელიც თსუ-ს მრავალწლიანი და წარმატებული პარტნიორია.

 

ვიზიტის მიზანს წარმოადგენს უნივერსიტეტებს შორის არსებული აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, ორმხრივი პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების შესწავლა და საერთო საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობის გაგრძელება.

 

ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ლილის უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან, ფაკულტეტების წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან. ფრანგული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე განიხილება ერთობლივი კვლევითი ინიციატივები, გაცვლითი პროგრამების გაძლიერება და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა.

 

თსუ და ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჰუმანიტარულ, სოციალურ და სამართლის მეცნიერებებში. მიმდინარე ვიზიტი ახალი ეტაპია პარტნიორული ურთიერთობების განვითარების გზაზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო აკადემიური ინტეგრაციის პროცესს.

თარიღი: 10/06/2025