eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ბასკეთის უნივერსიტეტში

ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ბასკეთის უნივერსიტეტს (UPV/EHU) ეწვია, სადაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

 

თსუ-ის დელეგაციას მასპინძლობა გაუწიეს ბასკეთის უნივერსიტეტის რექტორმა, ხოსერამონ ბენგოეჩეამ (Joxerramon Bengoetxea), ინტერნაციონალიზაციისა და ცოდნის ტრანსფერის მიმართულებით ვიცე-რექტორმა, პროფესორმა გოცონე ბარანდიკა არგოიტიამ (Gotzone Barandika Argoitia), ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ბელენ ბენგოეჩეამ (Belén Bengoetxea) და ინტერნაციონალიზაციისა და მობილობების მიმართულებით ვიცე-დეკანმა, დენის ალვარეს პერესმა (Denis Álvarez Pérez).

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს ორივე უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიული პრიორიტეტები და საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო ინსტიტუციური თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების, საერთაშორისო საგრანტო ინიციატივებისა და სხვა აკადემიური აქტივობების განვითარების შესაძლებლობებს.

თარიღი: 29/07/2026