საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ თანამშრომლებმა სახანძრო უსაფრთხოების კურსი გაიარეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლებმა საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის (GFPA) ორგანიზებით სახანძრო უსაფრთხოების კურსი გაიარეს.

 

სწავლება, რომელიც თსუ-ის თანამშრომლებმა გაიარეს, მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.  სხვა საკითხებთან ერთად მონაწილეებმა შეისწავლეს პირველადი სახანძრო საშუალებების გამოყენება.  სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მათ გადაეცათ სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ISO 17024 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიკატი.

თარიღი: 18/11/2023