საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის სტუდენტები ჰარვარდის საზაფხულო სკოლის 2025 წლის სესიებში

ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების დეპარტამენტსა (Harvard University’s Division of Continuing Education) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს თსუ-ს სამივე საფეხურის სტუდენტების მონაწილეობას ჰარვარდის საზაფხულო სკოლის 2025 წლის სესიებში.

 

1871 წელს დაარსებული ჰარვარდის საზაფხულო სკოლა (HSS) ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ძველი აკადემიური საზაფხულო პროგრამაა; პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულ კურსებს უძღვებიან ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორები, გამოჩენილი მოწვეული მეცნიერები და ინდუსტრიის ექსპერტები. ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების დეპარტამენტსა (Harvard University’s Division of Continuing Education) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დაწყებული პარტნიორობის უპირატესობები საზაფხულო სკოლაში მონაწილე სტუდენტებისთვის მოიცავს პროფესიული კავშირების შექმნის შესაძლებლობებს, მხარდაჭერას სტუდენტური ვიზის მოპოვების პროცესში და სხვა სტუდენტურ უპირატესობებს სწავლის პერიოდში და შემდგომ.

 

ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში მონაწილე თსუ-ს სტუდენტები მიიღებენ აკადემიურ კრედიტებს, რომელიც აღიარდება თსუ-ს მიერ. ამავე დროს, საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგროვილი კრედიტები, ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლებელია აღიარდეს ჰარვარდის მიერ.

 

აღნიშნული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს აპლიკანტთა წინასწარ შერჩევას ჰარვარდის ზაფხულის ინსტიტუტის 2025 წლის პროგრამაში მონაწილეობისთვის.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დააფინანსებს შერჩეულ ნომინანტებს შორის საუკეთესო 7 სტუდენტს 3-კვირიან პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელი სწავლისა საერთო საცხოვრებელში განთავსების (კვებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის სავალდებულო მინიმალური პაკეტის ჩათვლით) ხარჯებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი თანამშრომლობა ჰარვარდის უწყვეტი განათლების დეპარტამენტს აქვს მხოლოდ მსოფლიოს 15 უნივერსიტეტთან.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

თარიღი: 29/01/2025