საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის ელისე პატარიძის პირადი არქივი გადმოეცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ქართული დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენელს, ამჟამად საფრანგეთში მცხოვრებ ოთარ პატარიძეს უმასპინძლა. თსუ-ის ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრში მონაწილეობა, ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებლებმა და მოწვეულმა  სტუმრებმა  მიიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები და ოთარ პატარიძის ოჯახის წევრები.

 

მიმდინარე წლის  3 ივლისს, ოთარ და თინა პატარიძეების ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის ელისე პატარიძის პირადი არქივი გადმოეცა, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა ჩამოიტანა. უნიკალური საარქივო მასალები ელისე პატარიძის სტატიებს, მოხსენებებსა და პუბლიკაციებს მოიცავს.

თარიღი: 09/11/2023