2024 წლის „წინანდლის პრემია“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფიზიკის მიმართულების კურსდამთავრებულებს ელენე კაცაძესა და ნინო რევაზაშვილს მიენიჭათ.
კონკურსზე წარდგენილი ნაშრომი „Jet formation model from accretion discs of electron-ion photon gas“ („ჯეტის ფორმირების მოდელი აკრეციული დისკიდან ელექტრონ - იონურ- ფოტონური გაზით“) გამოქვეყნებულია ჟურნალში - Journal of High Energy Astrophysics (V.43 pp 20-30, 2024, ავტორები: ელენე კაცაძე, ნინო რევაზაშვილი, ნანა შათაშვილი). აღნიშნული ნაშრომი ასევე წარდგენილი იყო „ICTP Fusion Energy School“-ზე (Trieste, Italy, 2024) პოსტერის სახით და გაიმარჯვა, როგორც საუკეთესო პოსტერმა.
ნინო რევაზაშვილი და ელენე კაცაძე თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფიზიკის მიმართულების კურსდამთავრებულები არიან (ბაკალავრიატი მაგისტრატურა). ორივე საფეხურზე კვლევითი ნაშრომი განახორციელეს ასტროფიზიკის კათედრის გამგის პროფესორ ნანა შათაშვილის ხელმძღვანელობით. ელენე კაცაძე ამჟამად სწავლას აგრძელებს დოქტორანტურაში, როჩესტერის უნივერსიტეტში (აშშ), ნინო რევაზაშვილი კი თსუ - ის ფიზიკის დოქტორანტი და ობსერვატორიული ლაბორატორიული სამუშაოების გამგეა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის წინანდლის პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიენიჭა ქეთევან კოტორაშვილს, რომელიც აგრეთვე თსუ - ის კურსდამთავრებულია და ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კვლევითი ნაშრომები მანაც პროფესორ ნანა შათაშვილის ხელმძღვანელობით განახორციელა.