საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრი ღია კარის დღეზე ბათუმში

თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრმა ბათუმში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებულ ღია კარის დღეზე, 2026 წლისთვის დაგეგმილი პროფესიული პროგრამები წარადგინა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, რომლებმაც თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტენდიც მოინახულეს. თსუ რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2026 წლის მიღებისა და პროფესიული პროგრამების შესახებ.

 

ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე და მოადგილე ინეზა ვაწაძე აბიტურიენტებს თბილისსა და ქუთაისში სწავლის შესაძლებლობებზე ესაუბრნენ. თსუ პროფესიული განათლების ცენტრი ამ ორ ქალაქში 20 პროგრამას ახორციელებს, ხოლო წელს აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში 10 პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ.

 

ღია კარის დღე სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა და მას სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული აბიტურიენტები, მინისტრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და განათლების სფეროს სპეციალისტები დაესწრნენ.

თარიღი: 04/04/2026