თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი საპროექტო განაცხადი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
გრანტი მოიპოვა თსუ-ის შემდეგმა პროექტებმა:
„თანამედროვე ტრანსლაციური ნეირომეცნიერების პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით“;
„საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება“;
„კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის“;
CIF-ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტული მიმართულებების განვითარება, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზება და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერება.
კონკურსში მონაწილეობდა 14 სსიპ (მათ შორის 8 რეგიონული) და 7 კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მსოფლიო ბანკი ერთობლივად ახორციელებენ.