საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის წარმომადგენლები კადისის უნივერსიტეტს ეწვივნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ლაშა საღინაძე და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა სამუშაო ვიზიტით კადისის უნივერსიტეტს (ესპანეთის სამეფო) ეწვივნენ.

 

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტური მობილობის გაფართოებას, სადოქტორო პროგრამების განვითარებას, ქართულ-ესპანური თანამშრომლობის ცენტრების დაარსებას, ასევე თსუ-ის, კადისისა და გრანადის უნივერსიტეტების ერთობლივი ინიციატივის - ესპანურენოვანი აუდიტორიისთვის შეთავაზებული ქართულის, როგორც უცხო ენის, ონლაინ კურსის - შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას.

თარიღი: 17/04/2026