თსუ იურიდიული ფაკულტეტი უერთდება ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულს
კვირეულის ფარგლებში თსუ იურიდიულ ფაკულტეტში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
5 დეკემბერი, 16:00-17:30
თსუ, მე-2 კორპუსი, თინათინ წერეთლის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზი - აუდიტორია #129
საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში: ძველი და ახალი გამოწვევები
ნორბერტ ბერნსდორფი, მარბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის კომენტარის თანაავტორი, გერმანიის ფედერალური სოციალური საქმეების სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, პროფესორი (ონლაინ ჩართვა გერმანიიდან)
.
6 დეკემბერი, 13:00-14:30
თსუ, მე-2 კორპუსი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზი - აუდიტორია #119
ევროპული კომისიის რეკომენდაცია მამხილებლის დაცვის გაძლიერებაზე და მამხილებლის დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით
ნანა მჭედლიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
.
8 დეკემბერი, 11:00-13:30
თსუ, მე-2 კორპუსი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზი - აუდიტორია #119
ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები
მაია ბითაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
დეტალურად - https://bit.ly/TSUHrWeek