თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ლაშა საღინაძე სამუშაო ვიზიტით იტალიის და ევროპის ერთ-ერთ უძველეს, სიენას უნივერსიტეტს (იტალია) ეწვია და შეხვედრა გამართა რექტორ რობერტო დი პიეტრასთან.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, საერთაშორისო და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიცე-დირექტორთან, ინტერდისციპლინარული ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელობასთან, ბიბლიოთეკისა და მუზეუმის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს როგორიცაა: სტუდენტური და აკადემიური მობილობის დაწყება თსუ-სა და სიენას უნივერსიტეტებს შორის, ასევე ორმაგი ხარისხის ინგლისურენოვანი აკადემიური პროგრამების შექმნა.
მხარეებმა დაადასტურეს თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა და შეთანხმდნენ სიენას უნივერსიტეტის დელეგაციის საპასუხო ვიზიტზე თსუ-ში. უახლოეს მომავალში უნივერსიტეტებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი.
ვიზიტი დაფინანსდა ევროკომისიის Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში.