საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ მეათე (მაღლივ) კორპუსში კვების ობიექტი ამოქმედდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, მეათე (მაღლივ) კორპუსში კვების ობიექტი ამოქმედდა.

 

გაზაფხულის სასწავლო სემესტრის დაწყებასთან ერთად, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ, ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვების ობიექტით, რომელიც მათ ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებს შეღავათიან ფასად სთავაზობს.

 

კვების ობიექტი, ძირითადად თსუ მე-10 (მაღლივი) და მე-11 (განივი) კორპუსების, აგრეთვე, ბიბლიოთეკის სტუდენტებსა და თანამშრომლებს მოემსახურება.

 

თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით, უახლოეს პერიოდში, კვების ობიექტი თსუ პირველ კორპუსთანაც გაიხსნება.

თარიღი: 05/03/2024