საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ მედიცინის ფაკულტეტისა და მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის წარმატება

თსუ მედიცინის ფაკულტეტისა და მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი (პროფესორები - ნოდარ ხოდელი, ზურაბ ჩხაიძე, დიმიტრი კორძაია, დოქტორანტები - ოთარ ფილიშვილი, ნინო ინაური, გიორგი სტურუა და ლაბორანტი მაია მუმლაძე) სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის ორი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია:
ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი: პროექტი ”ახალი უნივერსალური საპერფუზიო მოწყობილობის საშუალებით ორგანოთა ტრანსპლანტატების “ex vivo” შენახვის/რეკონდიცირების მეთოდების ექსპერიმენტული კვლევა“ (№ FR-19-7543); პროექტის ხელმძღვანელი - პროფ. ზურაბ ჩხაიძე; პროექტის ხანგრძლივობა სამი წელი, ბიუჯეტი: 269 861 ლარი.

გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსი (გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის - Georgia National Innovation Ecosystem-GENIE - ნაწილს, რომელსაც საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ახორციელებს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი): პროექტი: ”დიგიტალიზაციის გამოყენებით გულ-ფილტვის შემოვლის აპარატის სისხლნაკადის მართვის ინოვაციური ტექნოლოგიისა და მოწყობილობის შემუშავება, დანერგვის შეთავაზება და ტრანსფერი“ (№CARYS-19-1227); პროექტის ხელმძღვანელი - პროფ. ნოდარ ხოდელი; პროექტის ხანგრძლივობა ერთი წელი, ბიუჯეტი: 249 524 ლარი.

თარიღი: 14/07/2020