საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროექტ LOTUS-ის მონაწილეა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერაზმუს+ ის მიერ დაფინანსებული პროექტის - LOTUS (Leadership and Organisation for Teaching and Learning at European Universities) მონაწილე გახდა. პროექტი ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის კოორდინირებით მიმდინარეობს და პირველი შეხვედრა პროექტის მონაწილე ინსტიტუციებთან 4 და 5 ოქტომბერს, დისტანციურ ფორმატში წარიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდა 81 წარმომადგენელი ევროპის 26-ზე მეტი უნივერსიტეტიდან, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციიდან, ასევე ევროპის სტუდენტთა კავშირიდან.

 

პროექტში მონაწილე ევროპის უნივერსიტეტების შერჩევა ღია კონკურსის წესით, მათი განაცხადების საფუძველზე მოხდა. პროექტის მიზანია გააძლიეროს უნივერსიტეტების შესაძლებლობები, რათა განავითაროს და დანერგოს სტრუქტურირებული და სისტემური მიდგომები სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტები იმუშავებენ სწავლა-სწავლების განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა: სწავლებისა და კვლევის ინტეგრაცია, პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითარება, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების დანერგვა და სხვა. 9 თვის მანძილზე, თითოეული შერჩეული უნივერსიტეტი იმუშავებს სწავლა-სწავლების განვითარების იმპლემენტაციის გეგმაზე, მათი პრიორიტეტებისა და გამოწვევების შესაბამისად.

თარიღი: 06/10/2021