საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს ახალი აკადემიური საბჭო ჰყავს

თსუ-ს აკადემიური საბჭო ახალი შემადგენლობით შეკრიბა. 21 ოქტომბერს გამართული რიგით მესამე არჩევნების შედეგად აკადემიური საბჭოს წევრები გახდნენ როლანდ ომანაძე, შოთა სამსონია (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი); რამაზ ქურდაძე, ნანი გაფრინდაშვილი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი); მარიამ გერსამია, გიორგი გოგსაძე (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი); ქეთევან ჭკუასელი, თამარ აბაშიძე (ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი); ქეთევან მარშავა, ავთანდილ სილაგაძე (ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი); გიორგი გალდავა, თენგიზ ცერცვაძე (მედიცინის ფაკულტეტი); ნუგზარ სურგულაძე, მაია კოპალეიშვილი (იურიდიული ფაკულტეტი).
აკადემიური საბჭოს წევრად თითო ფაკულტეტიდან ორ-ორი კანდიდატი აირჩა. სულ შვიდი ფაკულტეტიდან - 14 წევრი. არჩევნებში სულ 19 კანდიდატი მონაწილეობდა.

თარიღი: 15/04/2019