საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს კალათბურთის გუნდი სტუდენტური ლიგის ჩემპიონი გახდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა 24 ივნისს, ვერის ბაღის საკალათბურთო სასახლეში გამართულ სტუდენტური ლიგის ფინალში გაიმარჯვა და ჩემპიონობა მოიპოვა. სტუდენტური ლიგა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. 

ფინალური შეხვედრა თსუ-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდებს შორის გაიმართა, სადაც თსუ-მ  დაამარცხა მოწინააღმდეგე ანგარიშით: 66:52

თსუ-ს სახელით ვულოცავთ ჩვენს მოთამაშეებს გამარჯვებას და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ!
თარიღი: 12/10/2018