საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ საუნივერსიტეტო ჰიმნის შექმნისთვის საჯარო კონკურსს აცხადებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საკუთარი ჰიმნი ექნება. საუნივერსიტეტო ჰიმნის შექმნაზე კონკურსი თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებთან, პროფესორებთან, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
 

გამარჯვებული ნაწარმოების ავტორს გამოავლენს დარგის პროფესიონალებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, გარდა საკონკურსო კომისიის წევრისა ან მასთან ინტერესთა კონფლიქტში მყოფი პირისა. 
 

მნიშვნელოვანია, რომ მუსიკალური ნაწარმოების ტექსტი იყოს საუნივერსიტეტო თემატიკაზე და არ აღემატებოდეს ორ სტროფს. არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას  დისკრიმინაციისა და ძალადობისკენ, ასევე, სარეკლამო ნიშნებს.
 

მუსიკალური კომპოზიციის ხანგრძლივობა უნდა იყოს 1-1.5 წუთი, სასურველია  მელოდიური, მაჟორული, შერეული გუნდისთვის ( შესაძლოა ინსტრუმენტის თანხლებით) და შეესაბამებოდეს ასეთი კატეგორიის ნაწარმოებისთვის დამახასიათებელ მოთხოვნებს. მუსიკალური ნაწარმოების ორივე კომპონენტი (მუსიკაც და ტექსტიც) უნდა იყოს უნიკალური, კონკრეტულად აღნიშნული კონკურსისათვის შექმნილი.
 

კონკურსი გამოცხადდა 24 თებერვალს განაცხადები მიიღება 20 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით
 

კონკურსში გამარჯვებულისათვის დაწესებულია ფულადი ჯილდო 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. 

 

საკონკურსო პირობებისა და შერჩევის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

თარიღი: 03/04/2023