ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პროგრამა „მოხალისე“-ს პირველ ეტაპში, რომელიც თსუ-სა და სსიპ „თავდაცვის მოხალისეს“ თანამშრომლობით ხორციელდება.
სტუდენტებმა დიდი ლილოს მიმდებარე საბანაკე ტერიტორიაზე გაიარეს ინტენსიური სამხედრო-საველე მომზადება.
კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს:
• ტაქტიკური და საველე მომზადება
• თვითგადარჩენის ტექნიკები
• ტოპოგრაფია და ნავიგაცია
• პირველადი სამედიცინო დახმარება
პროგრამის მიზანია სტუდენტებში პრაქტიკული უნარების განვითარება, გუნდური მუშაობის სწავლება და ექსტრემალურ გარემოში გადაწყვეტილების მიღების უნარის დახვეწა.
ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს მონაწილეებს მაღალი პასუხისმგებლობისა და დისციპლინისათვის.