თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალის მე-11 საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს.
ღონისძიებაში 7 ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები მოანაწილეობენ: ბულგარეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, პორტუგალია, რუმინეთი და სლოვენია. კვირეულის მიზანია გამოცდილების გაცვლა, ინოვაციური მიდგომების განხილვა და მდგრადი სტრატეგიების განვითარება.
კვირეულის ძირითადი თემებია:
• საერთაშორისო ოფისების სტრატეგიული როლი და ლიდერობა
• გლობალურ გამოწვევებზე ადაპტაცია და მობილობის მართვა
• ციფრული შესაძლებლობები საერთაშორისო განათლებაში
• ინკლუზიური და მრავალფეროვანი აკადემიური გარემოს მხარდაჭერა
• პარტნიორობის მდგრადი მოდელები
ღონისძიების მონაწილეები იმუშავებენ თემატურ ჯგუფებში, წარადგენენ ინსტიტუციურ გამოცდილებას და ჩაერთვებიან პანელურ სესიებში.