საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში ,,პოლიტიკური სკოლა” დაფუძნდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კლუბი „პოლიტიკური სკოლა" დაფუძნდა, რომლის ორგანიზატორები თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტები არიან.

 

კლუბის დაფუძნება სტუდენტებს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და კლუბის პროექტების განხორციელებაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

 

,,უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც ადამიანებმა უნდა ისწავლონ პოლიტიკური კულტურა, დებატების ხელოვნება, ოპონენტთან ურთიერთობა და განსხვავებული აზრის პატივისცემა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდები ერთად დასხდეთ და იმსჯელოთ ქვეყნის მომავალზე, მიმდინარე პროცესებზე, დემოკრატიულ ფასეულობებზე და ხშირად გამართოთ დისკუსიები მსგავს საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ კლუბში გაწევრიანების სურვილი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმაც გამოთქვეს, რადგან  ერთობლივი პროექტებით და ღონისძიებებით ხელი შეეწყობა ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობას და სტუდენტების მეტად დაახლოებას ”-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებთან შეხვედრისას.

 

სტუდენტური ინიციატივის მიზანია პოლიტიკური თვითშეგნების ამაღლებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საკითხში წვლილის შეტანა. კლუბში  გაწევრიანება  ყველა დაინტერესებულ  პირს შეუძლია. 

თარიღი: 17/11/2023