საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში ავტოპარკის განახლება დაიწყო

სასწავლო ექსპედიციებსა და ექსკურსიებში მონაწილეობას თბილისის სახელმწიფო სტუდენტები ახალი ავტობუსით შეძლებენ.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ავტოპარკის განახლება დაიწყო.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში უნივერსიტეტის ავტოპარკი არ განახლებულა და არსებული ავტომობილების მოხმარების საშუალო ხანგრძლივობა 25 წელია. პირველ ეტაპზე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ახალი, 2022 წელს წარმოებული მიკრო ავტობუსის შესყიდვა განხორციელდა. უნივერსიტეტმა ასევე შეისყიდა სამორიგეო დანიშნულების მსუბუქი ავტომობილი. შემდეგ ეტაპზე, უნივერსიტეტის საჭიროებების გათვალისწინებით იგეგმება ერთი ერთეული ავტობუსისა და დამატებით ორი ერთეული სამორიგეო დანიშნულების ავტომობილის შესყიდვა.

თარიღი: 01/04/2023