ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 28 ათასი სტუდენტისა და 3 ათასამდე პროფესორ-მასწავლებლისთვის ახალი, 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 6 ფაკულტეტის (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტების) ბაკალავრიატის საფეხურზე 7ათასზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა.
პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა თსუ რექტორმა, აკადემიკოსი ჯაბა სამუშიამ. დღის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე ფაკულტეტების დეკანები ჯაბა სამუშიასთან ერთად სტუდენტებს საუნივერსიტეტო პროექტებსა და სერვისებზე ესაუბრნენ და დეტალური ინფორმაცია გააცნეს. ღონისძიებაში აქტიურად იყო ასევე ჩართული სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლუკა ტაბიძეც.
ღონისძიებაზე 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე ჩარიცხულ ყველაზე მაღალქულიან პირველსემესტრელ სტუდენტებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩარიცხული ყველაზე მაღალქულიანი პირველსემესტრელი სტუდენტი მარიამ ლომიძე დააჯილდოვეს.
იურიდიული ფაკულტეტის პირველსემსეტრელებთან შეხვედრის დროს თსუ რექტორმა, აკადემიკოსი ჯაბა სამუშიამ თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკან, პროფესორ მორის შალიკაშვილთან ერთად 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩარიცხული ყველაზე მაღალქულიანი პირველსემესტრელი სტუდენტი მარიამ ხარატი დააჯილდოვა.
ორი ფაკულტეტის სტუდენტთა გაერთიანებულ შეკრებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სალომე დუნდუა, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ანასტასია ქიტიაშვილი პირველსემესტრელებს თსუ-ში არსებულ ვითარებას და სამომამავლო გეგმებზე ესაუბრნენ.
ღონისძიებაზე თსუ რექტორმა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დააჯილდოვეს 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩარიცხული ყველაზე მაღალქულიანი პირველსემესტრელი სტუდენტი დავით ოთიაშვილი. თსუ რექტორმა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ დააჯილდოვეს 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩარიცხული ყველაზე მაღალქულიანი პირველსემესტრელი სტუდენტი გვანცა ბუზალაძე.
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ და დეკანმა, პროფესორმა პეტრე ბაბილუამ შეხვედრაზე დააჯილდოვეს 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩარიცხული ყველაზე მაღალქულიანი პირველსემესტრელი სტუდენტი ელენე მამულაშვილი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკან, პროფესორ მერაბ ხოხობაიასთან ერთად 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩარიცხული ყველაზე მაღალქულიანი პირველსემესტრელი სტუდენტი დავით სამარღანიშვილი დააჯილდოვა.
ახალ სასწავლო წელს თსუ განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება: სხვადასხვა კორპუსში განახლდა სასწავლო სივრცეები, მოეწყო კომპიუტერული კლასები და სტუდენტთა მომსახურების ცენტრები, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს თსუ-ის ბიბლიოთეკის შენობაში. მიმდინარე სამუშაოების მიზანია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის თანამედროვე, უსაფრთხო და სასწავლო პროცესის საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები დააფინანსა თსუ-მა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.
დღეს უნივერსიტეტში 7 ფაკულტეტი, 16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 85 ლაბორატორიაა. მოქმედებს 240-ზე მეტი სასწავლო პროგრამა, მათ შორის უცხოენოვანი და საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე პროგრამები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობს 56 ქვეყნის 200-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტთან. თსუ სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩართულნი არიან ევროკავშირის პროექტში „ერასმუს პლუსი“ 26 ევროპული ქვეყნის 86 უნივერსიტეტთან.
თსუ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი სხვადასხვა კვალიფიკაციის მიხედვით 70-100%-ია.