eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დაარსების 104 წლის იუბილე აღნიშნეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დაარსების 104 წლის იუბილე აღნიშნეს.

თსუ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა მერაბ ხოხობაიამ და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოში ეკონომიკური მეცნიერებების ფუძემდებლის, ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ფილიპე გოგიჩაიშვილის საფლავი.

დღის მეორე ნაწილში, თსუ მაღლივ კორპუსში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი მოხსენებები.

თარიღი: 30/07/2026