საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, კანცლერთან ლაშა საღინაძესთან და ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად, თსუ-ს მე-10 (მაღლივი) და მე-11 (ბიოლოგების) კორპუსებში მიმდინარე და დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.

 

მე-10 კორპუსში უკვე დასრულდა ცენტრალური კიბის რეაბილიტაცია, სრულად განახლდა მე-8 სართული და მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება მე-9 სართულის რემონტიც. განახლებულ აუდიტორიებში 1+4 პროგრამის სტუდენტები ისწავლიან.

 

ასევე დასრულდა თსუ-ს მე-11 კორპუსის სამი აუდიტორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები.

თარიღი: 15/04/2025