საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში ისტორიის კლუბი „სამანი“ დაფუძნდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის კლუბი „სამანი“ დაფუძნდა, რომლის ორგანიზატორები თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების სტუდენტები არიან.  სტუდენტური ინიციატივის მიზანია თსუ-ის ბაზაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების ორგანიზება. მასში გაწევრიანება ისტორიით დაინტერესებულ ყველა პირს შეუძლია.  

 

კლუბის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდება ისეთი საგანმანათლებლო პროექტები, როგორიცაა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების, სამეცნიერო ექსპედიციების გამართვა, ყოველწლიური სამეცნიერო პოპულარული ჟურნალის გამოცემა, ისტორიის ბლოგის შექმნა, სადაც ყოველ კვირას, სხვადასხვა ისტორიკოსსა და ისტორიულ ფაქტზე ინფორმაცია გამოქვეყნდება.  თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს კლუბის დაარსება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან ისტორიის კლუბ „სამანის“ ორგანიზატორებს, თემის პოპულარიზაციასა და განვითარებაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.  ღონისძიებას დარგის სპეციალისტები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თარიღი: 02/11/2023