საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 „დრაკონის ნავების დღესასწაული“ თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის მიმართულების სინოლოგიის სტუდენტებმა  „დრაკონის ნავების დღესასწაული“ აღნიშნეს.

 

ღონისძიებაზე სინოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა ჩინელი ავტორების  ლექსები და მათი  ნაწარმოებების საკუთარი თარგმანები  წარმოადგინეს. დამსწრეთ საშუალება ჰქონდათ მათი შესრულებით  მოესმინათ ჩინური სიმღერები და ცეკვები, ასევე ეხილათ „დრაკონის ნავების დღესასწაულის“ თემატიკაზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრები.  

 

ღონისძიებას საქართველოში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

„დრაკონის ნავების ფესტივალი“ ტრადიციული  ჩინური  დღესასწაულია, რომელსაც  მაისის ფესტივალსაც უწოდებენ, რადგან იგი მეხუთე თვის მეხუთე დღეს აღინიშნება.

ჩინური ეროვნული, ტრადიციული დღესასწაულია, რომელსაც ჩინეთში  მაისის ფესტივალსაც უწოდებენ, იგი მეხუთე თვის მეხუთე დღეს აღინიშნება.

 

ლეგენდის თანახმად, ფესტივალი ძველი ჩინელი პატრიოტი პოეტის, ციუ იუანის, პატივსაცემად ტარდება. მებრძოლი სამეფოების პერიოდში იგი ჩუს სამეფოში ცხოვრობდა. ჩუს სამეფოს დაცემის შემდეგ, ძალზე დამწუხრებულმა მდინარეში გადახტომით მოიკლა  თავი მეხუთე თვის მეხუთე დღეს“.  რადგან ციუ იუანი ძლიერ უყვარდათ თანასოფლელებს, მდინარეში გადახტომისთანავე მის საძებნელად ნავებით წავიდნენ. დღესდღეობით, დრაკონის ნავების ყოველ ფესტივალზე ტარდება ნავებით შეჯიბრი საგანგებოდ დამზადდებული ხის ნავები, რომლებიც მორთული და მოხატულია დრაკონის მსგავსად.

 

თარიღი: 21/06/2024