საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ცხრა ქვეყნის უცხოელ სტუდენტებს მასპინძლობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მისასალმებელ ღონისძიებას, რომელიც საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრა მიეძღვნა 2025–2026 წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლით სტუდენტებს, რომლებიც სწავლას თსუ-ში აგრძელებენ.

 

მიმდინარე სემესტრში თსუ მასპინძლობს 26 უცხოელ სტუდენტს 9 ქვეყნის 14 პარტნიორი უნივერსიტეტიდან - საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ფინეთიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, სლოვაკეთიდან, ლატვიიდან და ესპანეთიდან.

 

სტუდენტებს სიტყვით მიმართეს თსუ-ს ვიცე-რექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა თეა გერგედავამ. მათ ხაზი გაუსვეს უნივერსიტეტის ღირებულებებს, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებას.

 

ქართული კულტურისა და არქეოლოგიური მემკვიდრეობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა, ხოლო თსუ-ს თვითმმართველობისა და ერაზმუსის სტუდენტური კავშირის წარმომადგენლებმა უცხოელ სტუდენტებს გააცნეს ის სოციალური და კულტურული აქტივობები, რომელშიც მათ თსუ-ში ყოფნია პერიოდში მონაწილეობა შეუძლიათ.

თარიღი: 14/10/2025