საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ წარმომადგენლები პროექტის "ქიმია ჩვენს ირგვლივ" ფარგლებში დუშეთს ეწვივნენ

10 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის პირველ საჯარო სკოლაში სახალისო ლექცია და სახალისო ექსპერიმენტები ჩაატარეს. 

 

ღონისძიება "ქიმია ჩვენს ირგვლივ", რომელიც  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის (SPG-25-652) ფარგლებში განხორციელდა, სკოლის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.  დასასრულ მათ უნივერსიტეტისაგან სამსახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 

 

თარიღი: 11/12/2025