საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ წარმომადგენლები პროექტის "ქიმია ჩვენს ირგვლივ" ფარგლებში გორს ეწვივნენ

 2 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის  - (SPG-23-527)  "ქიმია ჩვენს ირგვლივ",  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები ამჯერად გორის  მუნიციპალიტეტის მერეთის საჯარო სკოლაში  იმყოფებოდნენ.

 

მორიგი გასვლითი ღონისძიება.  პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეების ქიმიით, ჯერ კიდევ  სკოლის დაწყებით საფეხურზე (მე-4, მე-6 კლასები) დაინტერესებაა. სკოლის დაწყებით საფეხურზე მოსწავლეები, ცხადია, ვერ შეძლებენ სხვადასხვა ჩვეულებრივი მოვლენის ქიმიური არსის აღქმას, მაგრამ სათანადო ქიმიური ცდის დემონსტრაციით  უნივერსიტეტის წარმომადგენლები ცდილობენ ბავშვები დააინტერესონ მათთვის ნაცნობი პროცესის გაცნობიერების კვლევითი ასპექტით, რითაც  ერთგვარი საფუძველი მზადდება სასკოლო საბუნებისმეტყველო საგნების შესასწავლად.

 

მარტივი და სახალისო ლაბორატორიული ექსპერიმენტების დაკვირვება, ასაკის და ცოდნის შესაფერი ახსნა-განმარტებები დაეხმარება მოსწავლეს ქიმიის, როგორც კვლევითი მეცნიერებისა და სამეწარმეო-ტექნოლოგიური დარგის  თაობაზე შეძლებისდაგვარად ფართო წარმოდგენა შეექმნას. მოსწავლე მიიღებს საჭირო ინფორმაციას ქიმიის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ თანამედროვე ფუნდამენტურ ზუსტ მეცნიერებებს შორის ,როგორც თეორიული მიმართულებების, ასევე ტექნოლოგიური დარგების სიმრავლის შესახებ.  

ღონისძიებაში რომელიც თსუ საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინირებით გაიმართა. მერეთის, დიცისა და კარბის სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ. ჩატარდა სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები, სახალისო ლექცია და სხვადასხვა აქტივობები. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

თარიღი: 02/11/2023