საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ წარმომადგენლები პროექტის "ქიმია ჩვენს ირგვლივ" ფარგლებში სართიჭალის სკოლაში

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები 21 მარტს მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით გასვლითი ღონისძიებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის N2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, შეკრებას ესწრებოდნენ ასევე  მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. 

 

ღონისძიება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი  გრანტის SPG-23-527 ის ფარგლებში  ჩატარდა. მისი მიზანი მოსწავლეებს სასკოლო პროგრამის დაძლევაში დახმარება და  მომავალი პროფესიის ასარჩევად   სტიმულის მისცემაა. ჩატარდა სახალისო ლექცია ქიმიაში, სახალისო ექსპერიმენტები, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები. მსგავსი ქიმიური ექსპერიმენტები აადვილებს ბავშვებისათვის ქიმიის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებას და მიუხედავად ქიმიური არსის ჯერ არ ცოდნისა, პრაქტიკული მაგალითებით  აჩვევეს ბავშვს სხვადასხვა მოვლენა მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან დააკავშიროს.  ამავე მიზანს ემსახურება სახალისო ექსპერიმენტები: „ლიმონის ტარტალეტკები“, „სპილოს ეშვები“ (ქიმიური ტორტი), „ვულკანი“, „ფარაონი“ და სხვა.  გაიმართა კონკურსი ქიმიური  კროსვორდის შევსებაში. გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო სუვენირები.

თარიღი: 22/03/2024