15 მაისს, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის SPG-25-652-ის "ქიმია მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში "ფარგლებში, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლები ანანურის საჯარო სკოლას ეწვივნენ.
სახალისო ექსპერიმენტები და საინტერესო შემეცნებითი ლექციები ქიმიაში ჩაატარა ქიმიის დოქტორმა ელიზა მარქარაშვილმა ქიმიაში და ფიზიკაში ასისტენტ პროფესორმა თემურ ნადარეიშვილმა. ჩატარდა სახალისო ექსპერიმენტები: ვულკანი, უალკოჰოლო სასმელების დამზადება, ყვავილების შეფერადება, რძეზე ხატვა და ა.შ. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესში.