საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა არჩევნები

25 ნოემბერსწარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) შემადგენლობაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენლების შეყვანისა და ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრების ნაცვლად ახალი წევრების არჩევის მიზნით, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართა:

ა)თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული-მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი: თამარ ჯობავა;
ბ)თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული-ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი: მიხეილ რუხაია;
გ)თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - შოთა სამსონია;
დ)თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი: სტუდენტი - თამარ ჩხაიძე.

იხილეთ საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი აქტი.

კენჭისყრა დაიყწო 10:00 საათზე და დასრულდა 17:00 საათზე


წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნები ჩატარდა შემდეგ მისამართზე:
1.თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ XI კორპუსი, აუდიტორია №301
2.თსუ მედიცინის ფაკულტეტი - აკაკი ბელიაშვილის ქ. №78, აუდიტორია №329
3.თსუ ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - უნივერსიტეტის ქ. №2, I სართული, ოთახი №137
4.თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - უნივერსიტეტის ქ. №9, ოთახი № 417

წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნებში რეგისტრირებული კანდიდატები:
1.თამარ ჯობავა -თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი-მთავარი მეცნიერ თანამშრომელი
2.მიხეილ რუხაია - თსუ ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - მეცნიერ თანამშრომელი
3.ლევი გეონჯიანი - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - ასისტენტ-პროფესორი
4. შოთა სამსონია - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - პროფესორი
5.მალხაზ შაშიაშვილი - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - ასოცირებული პროფესორი
6.თამარ ჩხაიძე - თსუ მედიცინის ფაკულტეტი - სტუდენტი

კანდიდატმა რეგისტრაციისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე;
2. მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი)/ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის დამადასტურებელი ცნობა;
4. ავტობიოგრაფია (CV);
5. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (სტუდენტებისათვის).
* ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს, როგორც სტუდენტი

კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი N114.

დადგენილება №130/2016 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესი

არჩევნების პროცესზე დაკვირვების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების არა უგვიანეს 3 დღით ადრე მიმართონ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

იურიდიული პირი არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსს განახორციელებს მისი წარმომადგენლის მეშვეობით, რომელთა ვინაობა მიეთითება დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილ განცხადებაში.

პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის: ა) ასარჩევი კანდიდატი; ბ) ადმინისტრაციული პერსონალის წევრი; გ) იმ ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას.
თარიღი: 19/10/2018