თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქარამანოღლუ მეჰმეთბეი უნივერსიტეტის (თურქეთი) წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვია. ქარამანოღლუ მეჰმეთბეი უნივერსიტეტის რექტორი პროფ: მეჰმეთ გავგალი და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ვიცე-რექტორ ნინო გვენეტაძეს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის გახლდათ. ორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.