საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იაპონია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელი

22 ნოემბერს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური კავშირის 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.

ბიბლიოთეკაში დაცული ალბომების მიხედვით მომზადდა იაპონური სამხატვრო მიმდინარეობის უკიო-ე ნამუშევრების რეპროდუქციების გამოფენა. ღონისძიების ფარგლებში ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ იაპონიის ელჩი იმამურა აკირა, კულტურის ატაშე რიოსიე სუგინაკა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილი. მოწვეულ სტუმრებთან სამადლობელი სიტყვით წარდგა იაპონიის პატივცემული ელჩი - იმამურა აკირა. ასევე, ხელოვნებათმცოდნე სალომე ცისკარიშვილმა მიმოიხილა ჩვენს სივრცეში გამოფენილი უკიო-ეს სამხატვრო მიმდინარეობა.

თარიღი: 30/11/2022